საერთაშორისო კონსილიუმი - დიაგნოზის გადამოწმების სერვისი რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას

მედიგაიდში კარგად გვესმის, რომ სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო დიაგნოზი რთული მოსასმენია. ასევე, შენს ჯანმრთელობაზე კრიტიკული გავლენა აქვს გადაწყვეტილებებს, რომელსაც მკურნალობის პროცესში თავდაპირველ დიაგნოზზე დაყრდნობით იღებ. საერთაშორისო კონსილიუმი და დიაგნოზის გადამოწმება არა მარტო გეხმარება, რომ უკეთ გაიგო შენი მდგომარეობა, არამედ საშუალებას გაძლევს მკურნალობის სხვა მეთოდებიც აირჩიო.

ფიქრობთ რომ თქვენი მკურნალი ექიმი შეურაცხყოფილი დარჩება?

ადამიანების უმეტესობა დიდი ხნის განმავლობაში დადის სხვადასხვა მაღაზიაში, სანამ მთავარ შენაძენს გააკეთებს, მაგრამ როცა საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება ნაკლებად ფიქრობენ ალტერნატიული აზრის მოსმენაზე. განსხვავებული სამედიცინო რჩევის მიღება არ ნიშნავს რომ შენს ექიმს არ ენდობი ან შენს მდგომარეობას უარყოფ. სინამდვილეში, ბევრი ექიმი ეთანხმება აზრს, რომ მეორე სამედიცინო მოსაზრება მეტ ღირებულებას მატებს დიაგნოზს. ეს შენც უფრო თავდაჯერებულს გხდის და გამშვიდებს, რადგან იცი რომ ყველაფერი გააკეთე რომ შენ და შენს საყვარელ ადამიანებს საუკეთესო მეთოდებით გემკურნალათ და უკეთესი შედეგები მიგეღოთ.

რატომ უნდა აირჩიო მედიგაიდი?

როცა დიაგნოზს გისვამენ გინდა რომ ზუსტი პასუხები მოისმინო. გინდა, რომ საუკეთესო რჩევები მიიღო მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების წამყვანი ექიმებისგან. ჩვენი დისტანციური სერვისის დახმარებით, თქვენთვის სამედიცინო დიაგნოზის გადასამოწმებლად გეოგრაფიული ბარიერი არ არსებობს - საერთაშორისო კონსილიუმზე, სამედიცინო ექსპერტთა გუნდისგან, უსწრაფესად იღებთ სწორ დიაგნოზს და თქვენი მდგომარეობისთვის ყველაზე შესაფერის მკურნალობის გზას, თანაც ზედმეტი დანახარჯის გარეშე. კვლავ ვერ გადაწყვიტე? გაითვალისწინე : მილიონობით ქეისიდან, მხოლოდ 2022 წელს 91.43% განვიხილეთ : შემთხვევათა 3.20% ცვლილებები შევიდა დიაგნოზში, განხილულ საქმეთა 88.23%-ში კი შეიცვალა მკურნალობის მეთოდები.


5 კონტინენტი

მუშაობს 60+ ქვეყანაში

მომხმარებელთა მომსახურება 152 ქვეყანაში

გავლენას ახდენს მილიონობით წევრზე



შენი დიაგნოზის შეფასება და გადამოწმება ხდება დისტანციურად. ეს ნიშნავს, რომ შენს დიაგნოზს განიხილავს არა ერთი სპეციალისტი, არამედ სამედიცინო ექსპერტთა კონსილიუმი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში მოღვაწეობენ. ეს ცენტრები ცნობილია მოწინავე სამედიცინო კვლევის შედეგებით, უახლესი მკურნალობის გზებით და მკურნალობისას მიღწეული შედეგების საუკეთესო ხარისხით.



კონსილიუმის მიერ დიაგნოზზე სამედიცინო დასკვნის პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნავიგატორ პროგრამის დახმარებით, შენი საქმის მენეჯერი დაგეხმარება, რომ გააგრძელო მკურნალობა და პროცესი შენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგით დასრულდეს.


განკურნებასთან ახლოს